ვაშლიჯვარში, ბროწეულის დასახლებაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანას ითხოვენ.
საუბარია დაახლოებით 1500-მდე ადამიანზე. მათი ნაწილი დღის ბოლოს ქუჩაში გამოვიდა, ხელისუფლებისგან ვითარების არგუმენტირებულად განმარტება და ევაკუაციის გეგმა მოითხოვა.
იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.
შეგახსენებთ, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, მეწყრული პროცესებია გააქტიურებული.