ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 356, ხოლო გარდაიცვალა 10 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 093, PCR-ით - 10 545.
საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 279027 ადამიანი შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 271 278-ია, ხოლო გარდაიცვალა 3 732 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირების შედეგად, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,56%, ბოლო 14 დღის - 1,58%, ბოლო 7 დღის - 1,92%