"შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას" -ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით. ბლინკენი და ბორელი ერთმანეთს ბრიუსელში გუშინ შეხვდნენ.