19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ სიონის საკათედრო ტაძარში  მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

"ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია II-ს და სასულიერო პირებს ვულოცავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს რწმენას, რომ ერთიანობით, გულწრფელი მოღვაწეობით და სამშობლოს სიყვარულით ყველაზე დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია.  რწმენა, ერთიანობა და ღირებულებათა დაცვა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები