ვაშლიჯვარში უახლოეს დღეებში გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. დღეს გეგმის პირველი ნაწილი მერიამ გაასაჯაროვა.
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე უნდა დაიწყოს მეწყრის ზონის და მიმდებარე ტერიტორიის გამაგრებითი სამუშაოები.
რა იქნება მომდევნო ეტაპი, ეს ჯერ არ კონკრეტდება, არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის, ერთი ეს არის მიწის მოხსნა და მეორე ე.წ ტერასული სქემა, როცა მიწის გამაგრება საფეხურებად მიმდინარეობს.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ მოხდება მეწყერის დროებით შეჩერება.
"ღონისძიების მთავარი დანიშნულება იქნება, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება ეს იქნება დროებითი, რის შემდეგაც მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა,"-აღნიშნა ბენდელიანმა.