03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
მთის ხალხის მოლოდინი მთის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით

მთის მინისტრის პოსტის შექმნის იდეა საპარლამენტო უმრავლესობას ცოტა ხნის წინ გაუჩნდა. მთაში მცხოვრები ხალხი კი აცხადებს, რომ მათთან ძალიან რთული ვითარებაა და მინისტრი ამ პრობლემებს ვერაფერს უშველის.

მაღალმთიანი სოფლების ძირითად პრობლემებს შორის უმუშევრობა, წყლის პრობლემები, დაუმუშავებელი მიწები და ახალგაზრდების მიერ მიტოვებული სახლებია. ადგილობრივები არანაკლები სიმწვავით საუბრობენ სკოლებისა და ექიმების სიმცირეზე.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი უმრავლესობის ინიციატივის მიუხედავად პირდაპირ განაცხადა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ახალი სამინისტროს შექმნა გამორიცხულია. 

ავტორი:თენგო გოგოტიშვილი

დღის ამბები