"საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასა" და "ქართულ - გერმანულ მუსიკის თერაპიის ცენტს" შორის ურთიერთმეგობრობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ცენტრში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიებზე.
თერაპიის ცენტრის სპეციალისტები ამბობენ, რომ მუსიკა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მუსიკის თერაპიით მათი ქცევის და ემოციური სფეროს მოწესრიგება ხდება.
ქართულ-გერმანული მუსიკის თერაპიის ცენტრი - "ბეკარი" პირველი მუსიკის თერაპიის ცენტრია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.