კახა კალაძეს ერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა და კვლევებზე იმყოფება - ამის შესახებ თბილისის მერი "ფეისბუქზე" წერს.
"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!" - წერს კახა კალაძე.