03 ოქტომბერი 2024,   00:42
ვრცლად
ცრუ განგაში წყნეთის ქუჩასა და ბაგებში

ცრუ აღმოჩნდა განგარში წყნეთის ქუჩაზე, სადაც საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები და სპეცრაზმელები ვეფხვს ეძებდნენ.

112-ში ზარი ადგილობრივი მოსახლეობიდან შევიდა, რომელთაც მტაცებლის ღრიალის ხმა, გვერდით მდებარე მშენებარე კორპუსიდან  მოესმათ.

ადგილზე სპეციალური სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად თითქმის ერთი საათის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მტაცებელი ცხოველი ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა.

წყნეთის ქუჩის მსგავსად მაშველები ვეფხვს ეძებდნენ ასევე ბაგებში, ე,წ, სტუდქალაქის დასახლებაშიც, თუმცა ვეფხვი არც ამ ადგილზე აღმოჩნდა. 

 
დღის ამბები