19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
"საფუძვლიანია ვარაუდი, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება" -  გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში ამბობენ, რომ მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები ცნობილია, რომლის შედეგადაც, სპეციალისტების დასკვნით, ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს.

"მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები.

ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა.

შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ.

შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენ მიერ ელექტოძიებით მიღებულ პროფილებს.

დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს.

ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ," - ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის განცხადებაში. 

დღის ამბები