შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების ნომრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემის ბოლო ვადა ჯერ, 2020 წლის სექტემბერი იყო, თუმცა კორონავირუსის გამო - ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.