02 მაისი 2024,   01:00
ვრცლად
"ვიბრძვით მისი სიცოცხლის გადასარჩენად" - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით ავერსის კლინიკაშია მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მწერალი ირაკლი კაკაბაძე ავრცელებს.

"ქართული პოეზიის სინდისი და ნამუსი ზურა რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით ავერსის კლინიკაშია. დიდი მადლობა თეა წულუკიანს გულისხმიერებისთვის. ვიბრძვით ზურას სიცოცლის გადასარჩენად," - წერს ირაკლი კაკაბაძე.

დღის ამბები