19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"გამოცხადდეს მორატორიუმი ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე" - ვაშლიჯვრის მოსახლეობა აქციას მართავს

ვაშლიჯვრის მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მერიას მიმართავენ და მოითხოვენ კონკრეტულ გეგმას, როგორ აპირებენ შესაბამისი სამსახურები არსებული საფრთხის განეიტრალებას, მეწყრული პროცესის მართვას და დაძრული მიწის შეჩერებას. 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, გამოცხადდეს მორატორიუმი ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, შეჩერდეს მშენებლობა გზის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილზე და მთავრობამ უზრუნველყოს მეწყრული მასის 24 საათიანი რეალური მონიტორინგი.

დღის ამბები