დღეს 4 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გადაადგილებისთვის ვიზა აღარ სჭირდებათ. ამ შესაძლებლობით, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.
საქართველო ვიზალიბერალიზაციით ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდა. დღეს ოფიციალური თბილისის მხრიდან ისმოდა არაერთი განცხადება პროცესების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.