19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
შესაძლოა, შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა გადაიდოს - რა რეგულაციები შემსუბუქდება 1-ლი აპრილიდან

დაანონსებული მესამე ტალღისთვის მზადების პარალელურად, პირველი აპრილიდან რეგულაციების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება.

მაყურებლისთვის გაიხსნება თეატრები და კინოდარბაზები, ფუნქციონირებას აღადგენენ საბავშვო ცენტრები.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა გადაწყვეტილება რესტორნების შემთხვევაში, რომელიც მათ შაბათ-კვირას ფუნქციონირების უფლებას 1 აპრილიდან მისცემდა, თუმცა, ახლა ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მიზეზი, რატომაც მარეგულირებლები ყოყმანებენ, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებლებია. 

დღის ამბები