03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
არსებობს ვარაუდი, რომ დაკარგულთა ცხედრები მტკვარმა წაიღო

მზიურის ტერიტორიაზე მაშველები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, თუ მათი პოვნა ვერ მოხდება, შესაძლოა, რომ ისინი მტკვარს წაეღო.

მზიურის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვაც.

ზოოპარკის ტერიტორიაზეც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს იგეგმება იმ ვოლიერის გაწმენდა, სადაც ბინადრობდა დაკარგული ვეფხვი.

ამ დროისთვის 19 ადამიანი ითვლება გარდაცვლილად, 3 კი - დაკარგულად.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები