19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
უნდა ვიცოდეთ რა მოხდა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს რეალობა - ომბუდსმენი გარდაცვლილ ექთანზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით  ექსპერტიზის ობიექტურ პასუხებს ელოდება.

ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და თუ ხარვეზი გამოიკვეთა, შემდგომში მსგავსი რისკები დაზღვეული იქნეს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია იყოს დროული, უტყუარი და ობიექტური დასკვნები წარმოდგენილი. ეს გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. თუ ხარვეზები იყო პირველადი დახმარების გაწევის პროცესში, ესეც უნდა ვიცოდეთ, რათა შემდგომში მსგავსი რისკები დავაზღვიოთ. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა ობიქტური იქნება, რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს," - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

დღის ამბები