03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
"ამას "ამაზონის" სერვერი გაუძლებდა მხოლოდ", - biletebi.ge-ს პირველი განმარტება

Biletebi.Ge-ს ადმინისტრაციაში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა. ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ეცდებიან საიტი მალე ჩაირთოს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ ნაწილ შევუშვათ ხალხი“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ვებ-გვერდის ერთერთმა დამფუძნებელმა. თუ როდის ჩაირთვება საიტი, ამის შესახებ ადმინისტრაციაში დაზუსტებით საუბარი უჭირთ. 

ვებ-გვერდის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ პრობლემების შესახებ, რაც სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას შეიქმნებოდა UEFA-დან გაფრთხილებული იყვნენ.

„წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია, ამას „ამაზონის“ სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ“, - განუცხადა ერთერთმა დამფუძნებელმა „რუსთავი 2“-ს.

კითხვაზე მომზადებული იყო, თუ არა ვებ-გვერდი სუპერთასის ბილეთების გასაყიდად, „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ ახალი სისტემა დააყენეს და მზად იყვნენ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა მომსახურებისთვის. 

სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა დვალიშვილის თქმით, biletebi.ge მატჩის ბილეთების გასაყიდად UEFA-მ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე შეირჩა და ფეხბურთის ფედერაცია ამ საქმესთან კავშირში არ არის. 

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები