"დელტაში" სულ მალე რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
"დელტას" დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს. უკვე ყოფილ თანამშრომლებს მიესალმა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც "დელტას" ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია.
"ბატონი პრემიერის ინიციატივით ჩვენ ბევრი საქმე გავაკეთეთ. რომ არა თქვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმის მეათედიც არ გაკეთდებოდა. მინდა, ყველა წარმატებაში დიდი წვლილის შემტანს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო.
გვინდა ახალი ხელმძღვანელი, ასევე ბატონი ზურაბი ჯაველიძე წარმოგიდგინოთ," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.