19 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
"ვიდრე პატრიარქს ბრალდება აქვს წაყენებული არ მოვიხსენიებ ლოცვებში" - რატომ გაათავისუფლა წინამძღვრობიდან დედა სოსანა მეუფე სტეფანემ

ჭყონდიდის ახალმა მიტროლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა.

ამის შესახებ დედა სოსანასთვის საგანგებო თათბირზე გახდა ცნობილი. მონაზონი ამბობს, რომ მის მიერ დასმული კითხვების გამო დაისაჯა.

"წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები, რაც მეუფემ პეტრემ ბრალდება წაუყენა პატრიარქს, როდის იქნება გაფართოებული სხდომა, მჭირდება პასუხები და სიმართლე მჭირდება" - ამბობს დედა სოსანა.

მონაზონის თქმით, ის პატრიარქს ლოცვებში მანამდე არ მოიხსენიებს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა. 

"მითხრეს პატრიარქი მოიხსენიო. მე ვუთხარი, ვიდრე ბრალდება აქვს არ მოვიხსენიებ მეთქი, გაარკვიეთ სიმართლე და მერე მოვისხსენიებ მეთქი. არ შემიძლია მოვიხსენიო იმ ხარისხში, როდესაც ამხელა ბრალდება აქვს წაყენებული. თვითონ არ აინტერესებს, რომ გაირკვეს სიმართლე. თუ არ ითხოვს სინოდის შეკრებას და არ ითხოვს გამოძეიბას, ე.ი. არის სიმართლე,"- განმარტავს დედა სოსანა.

ამასთან მონაზონი ამბობს, რომ მეუფე სტეფანემ პეტრეს ცაავას ცილი დასწამა და მიტროპოლიტს ეპარქიაში შეაქვს შფოთი.

"მაინტერესებდა, რაც მეუფე სტეფანემ გააკეთა და ბრალი დასდო მეუფე პეტრეს სჯულის კანონის მიხედვით, მან ეს ბრალეულობა უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამას ვერ დაამტკიცებს, გამოდის მეუფე სტეფანე არის ცილისმწამებელი, ცრუ ეპისკოპოსი, რომელსაც შფოთი შემოაქვს ეპარქიაში და სახარება კრძალავს დაემორჩილო ცრუ ეპისკოპოსს," - ამბობს დედა სოსანა. 

მისივე თქმით, მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება და ტაძრის დატოვებას არ აპირებს.

"მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ეს არის ჩვენი მონასტერი. ღმერთმა მისცა მეუფე პეტრეს ძალა, აეშენებინა და გაემშვენებინა ტაძარი და არ ვუღალატებ ამ მონასტერს. თუ პოლიციის ძალით გაგვაგდებენ იძულებული ვიქნები დავტოვო მონასტერი, თუ არადა არ ვაპირებ,"- განაცხადა დედა სოსანამ.

 

დღის ამბები