03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა თუ დღეს არ დაიწყო, biletebi.ge კონტრაქტს დაარღვევს

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა თუ დღეს არ დაიწყო biletebi.ge კონტრაქტს დაარღვევს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, ინტერნეტ მაღაზია biletebi.ge ვალდებულია დღეს დაიწყოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. 

როგორც სიჭინავა ამბობს, ამ საიტის მოსაწესრიგებლად ვებგვერდმა საჭირო სახსრებიც მიიღო. 

"ასეთ ხარვეზებზე პასუხისმგებელი ეს საიტია. გარანტია მოგვცეს გუშინ, რომ სატიზე ბილეთების ყიდვა ერთდროულად 2 ათას 500 მყიდველს შეეძლებოდა დღეს თქვესმ რომ შემოვიდა 10 ათასი მომხმარებელი კონტრაქტით ვალდებულები არიან რომ დღეს დაიწყონ გაყიდვა. როგორც აღმოჩნდა გარანტიებს გვაძლევდნენ მაგრამ ტექნიკურად მზად არ იყვნენ,"- აცახდებს ზვიად სიჭინავა. 

შეგახსენებთ, რომ  UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო.  

მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის თბილისში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები