19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
მოვიდა კონტრაქტი ძალიან პერსპექტიულ ვაქცინა Novavax-ის შესყიდვაზე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კიდევ ერთი პერსპექტიული ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი. 

"საინფორმაციო კამპანია და საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება. ქვეყანაში იქნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზიციაზე გადავალთ დიდი ალბათობით ივლისიდან. 

გუშინ, სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, რომელი არის Novavax-ის ვაქცინა, რომელთანაც უკვე, დაახლოებით, 2 თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. Novavax-ი გახლავთ ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული AstraZeneca​-ს, moderna-ს, pfizer- ის, ან იგივე ჩინური ვაქცინისგან. ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.​ Novavax-ი არის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მიმდინარეობს საუბარი მილიონი დოზის Novavax-ის შესყიდვაზე," - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები