19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში საყრდენ კედელთან უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები გრძელდება. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება
მუნიციპალიტეტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით
დაიწყო.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან
უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი მოეწყობა.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე, დამონტაჟდება
უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს. პარალელურად კი გაგრძელდება კვლევის პროცესი.

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე,
მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწავლობენ. სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პირველადი გეგმა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაც დაიწყო,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები