საინიციატივო ჯგუფმა მომღერალ გია გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით 9 აპრილს მდუმარე აქცია დააანონსა.
ჯგუფის წევრებმა დღეს თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ნებართვა მოითხოვეს.
"ეს ადამიანები, ფანჩატური ასე ვთქვათ, "ნაციონალური მოძრაობა", თავისივე სამჭედლოში ჭედავენ თავისვე უბედურებას, ძალიან დიდი ხანია ჭედავენ და ბოლოს და ბოლოს გამოჭედავენ ამ თავის უბედურებას. 9 აპრილი იქნება ყველას დასანახად და გასაგებად ნათქვამი სიტყვა, რომ ადამიანები და ხალხი არის მთავარი ისეთ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენ ვართ,"- ამბობს მსახიობი დავით ხურცილავა (ჯაპანა).