19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ქვეყანა, ჩამოსულია ის პატიოსანი კაცი და იმედია ახლა მაინც არ წავა ხელცარიელი - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემა პარლამენტში, სადაც პოლიტიკური განცხადებების უმრავლესობა სწორედ მედიაციის პროცესს უკავშირდებოდა.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონი მმართველი გუნდის და ოპოზიციის შერიგებას შეძლებს.

"დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ქვეყანა, ვის შეუძლია პარტიული და პირადი ინტერესები უკან დახიოს და დააყენოს ქვეყნის და ერის ინტერესი წინ. ჩამოსულია ის პატიოსანი კაცი დანიელსონი და იმედია, ახლა მაინც არ წავა ხელცარიელი და შეძლებს ჩვენს შერიგებას,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები