დღესვე განცხადება გააკეთეს "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებმა. მათი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საცხოვრებელი კორპუსი მათთვის უკვე შენდება და ამ საკთხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია მერიასთან.
დაზარალებულები ამბობენ, რომ შენობა იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც მეწყერსაშიში ზონა შეიქმნა, თუმცა მათი შეფასებით, ეს საფრთხეს არ უქმნით და მოუწოდებენ სხვადასხვა ჯგუფს ფრთხილი განცხადებებისკენ, იმისათვის, რომ მათი მშენებლობა არ შეწყდეს.
დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მაია ჩიმაკიძე აცხადებს, რომ მერიასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
"როდესაც იმედი გაჩნდა, პოლიტიკური დაპირისპირებისა და სპეკულაციების მსხვერპლი გავხდით, არავინ გაბედოს ამ საქმით მანიპულირება,"-აღნიშნა მაია ჩიმაკიძემ.