19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
COVID 19-ის ახალი ტალღის რეალური საფრთხე - მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში

673 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში და ვირუსის ახალი ტალღის რეალური საფრთხე - მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში?! ამ გზას უკვე გადის ევროპა, სადაც ასევე ყოველდღე იმატებს COVID 19-ის ახალი შემთხვევები.

პირბადის ტარების მაჩვენებელი საქართველოში განახევრებულია, ხოლო ვაქცინაციაზე თავს იკავებს რისკჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი. შედეგად, ჰოსპიტალური სექტორი, შესაძლოა, ისევ გადაიტვირთოს, ქვეყანა კი კორონავირუსის ახალი აფეთქების წინაშე დადგეს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პასუხისმგებელ უწყებებს რეგულაციების აღსრულების მექანიზმის კონტროლის გამკაცრება დაევალათ. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ქვეყანას გარკვეული შეზღუდვების დაწესება კვლავ მოუწევს და მალე საქართველოში მესამე ტალღა დაიწყება.

ვირუსზე ზემოქმედებას პირბადე, მობილობის შეზღუდვა და ვაქცინაცია ახდენს. სპეციალისტები ქვეყნის შიგნით ამბობენ, რომ სხვაგვარად ინფექციის მართვა შეუძლებელია. არჩევანი 14 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გააკეთა. რიგების მართვის მოდულში 14 აპრილამდე ყველა თავისუფალი ფანჯარა შევსებულია. არ არის გამორიცხული, იმუნიზაციის პროცესში სხვა სამიზნე ჯგუფების ჩართვა მოხდეს. გადაწყვეტილებას ხვალ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს.

შემდეგი კვირიდან ჯანდაცვის მინისტრი აანონსებს, რომ საქართველოში ჩინური "სინოფარმის" 100 000 დოზა შემოვა.

დღის ამბები