19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
გელათის გადახურვის წუნი ოფიციალურად დადასტურდა - მე-12 საუკუნის ძეგლის დაუსრულებელი პრობლემები 21-ე საუკუნის საქართველოში

გელათის ტაძარზე, დაახლოებით, 800 კვ.მ ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - ე.წ. თეთრი კრამიტის წუნი ოფიციალურად დადასტურდა. მესამე სექტორი ტაძრის სახურავის სრულად გამოცვლას და სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

უნიკალური ძეგლის ორიგინალური ფრესკებიდან მხატვრობის ნაწილები ყოველდღიურად ცვივა და დაზიანებების მასშტაბებიც იზრდება.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე წუნდებული კრამიტის შეცვლის გარდა მიიღეს გადაწყვეტილება სახურავის მოწყობის ტექნოლოგიის კვლევის ჩატარებაზე, უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებაზე, მათზე ექსპერტიზის ჩატარებასა და წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე. შეთანხმებით გადაწყდა, რომ პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი არ ჩადის. ტაძარს ამჟამად თუნუქის დროებითი სახურავი ახურავს, რომელიც წუნდებული კრამიტის შეცვლამდე უნდა იყოს. კომპანიებმა, რომლებმაც გადახურვის სამუშაოები არაკვალიფიციურად შეასრულეს, დაჯარიმდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები