შს სამინისტროში "რუსთავი 2"-ს ვერ დაუდასტურეს, იყო თუ არა კიბერშეტევა ინტერნეტმაღაზია biletebi.ge-ს ვებგვერდზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ საიტის მენეჯმენტის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესწავლა დაიწყეს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ მაღაზია biletebi.ge- დილიდან არ მუშოაბს. როგორც საიტის ადმინისტრაცია აცხადებს, საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა, პარალელურად კი მათ ვებგვერდზე ერთდროულად ათასობით ადამინი შევიდა და სერვერი გადაიტვირთა.