ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.
"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზზე მყოფ პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართული არის სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. ისინი არიან მიმაგრებული კონრეტულ დაწესებულებზე და მათი აცრა მოხდება ადგილზე, იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.
ასევე მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები და შესაბამისად იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.