19 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
Pfizer-ის 14 000-ზე მეტი დოზიდან 10 000 უკვე დაჯავშნილია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის 14 000-ზე მეტი დოზიდან 10 000 უკვე დაჯავშნილია.

თამარ გაბუნიას თქმით, Pfizer-ის ვაქცინაცია 6 კლინიკაში ტარდება. 

"Pfizer-ის 10 000-ზე მეტი დოზა არის უკვე დაჯავშნილი რიგში მყოფი პირებისთვის. სულ გვქონდა 14 000-ზე ოდნავ მეტი დოზა. დანარჩენი დოზები ამ ეტაპის მდგომარეობით, 15 აპრილიდან გაიხსნება რეგისტრაციისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ ამ ეტაპზე ამცრელ კლინიკებთან. მოგეხსენებათ Pfizer-ის ვაქცინაცია ტარდება 6 კლინიკაში მხოლოდ, რადგან მეტი კონტროლი და ტემპერატული რეჟიმის მონიტორინგი იქ უფრო მკაცრად არის საჭირო," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები