19 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
აცრის შემდგომი გართულებები 97-99% პირველი ორი დღის განმავლობაში ვლინდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი გართულებები პირველი ორი დღის განმავლობაში ვლინდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გარდაცვლილ ექიმთან დაკავშირებით განმარტა, ჩაფიძის კლინიკიდან პირველადი მიღებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ 56 წლის ექიმის გარდაცვალების ან მისი მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაცია გახდა.

"თვითონ ჩაფიძის კლინიკიდან მივიღე ეს ინფორმაცია, მაგრამ სანამ ეს არ დაზუსტდება, მანამდე ჩემგან არ იქნება ეთიკური საუბარი.

აცრის შემდგომი გართულებები 97-99% პირველი ორი დღის განმავლობაში ვლინდება. სერიოზული გართულებები, რა თქმა უნდა, იზრდება ძალიან სწრაფად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

56 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ექიმების განმარტებით, მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გულ-ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა, რაც შეეხება კორონავირუსის აცრას, ორი კვირის წინ გაიკეთა, გართულებები არ აღენიშნებოდა და მას შემდეგ ათი დღის განმავლობაში სამსახურშიც ჩვეულ რეჟიმში, აქტიურად დადიოდა.

დღის ამბები