შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.
"შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს დადგენილებით აკრძალურ ქმედებაზე. შესაბამისად, ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა. შრომის ინსპექცია ადამიანებს არ აჯარიმებს. აკრძალული საქმიანობისთვის კი, ობიექტი დაჯარიმდა,"- აცხადებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.