20 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ვაკე-საბურთალოს ახალი გზის თემაზე პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს

პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. დღეს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა.

ამ ინფორმაციას პროექტის ავტორი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები არ ადასტურებენ. მერიის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი აბესაძე პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობს.

„გეოლოგიური დასკვნები არა ერთი არსებობს პროექტში, საქართვლოს პროკურატურას ის უკვე მოპოვებული და ამოღებული აქვს, შესაბამისად ეს სიტუაცია მთლიანად ემსგავსება პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობას ამ მძიმე ტრაგედიიდან გამომდინარე საზოგადოებაში არის შეკითხვები და ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს პროკურატურამ,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

პროექტის ავტორის თამაზ შილაკაძის მტკიცებით პროექტს გეოლოგიური დასკვნა აქვს. როგორც შილაკაძე კურიერთან ამბობს, მან სრულყოფილი პროექტი წარადგინა, რომელსაც ეკოლოგიური და გეოლოგიური დასკვნები ჰქონდა. ის უახლოეს მომავალში ამ დოკუმენტის გასაჯაროებას გეგმავს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები