03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
biletebi.ge-მ 10 საათის განმავლობაში 30 ბილეთი გაყიდა

biletebi.ge-მ  10 საათის განმავლობაში UEFA-ს სუპერთასის მატჩის მხოლოდ 30 ბილეთი გაყიდა. ინფორმაცია საიტის ადმინისტრაციამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

რამდენიმე წუთის წინ კი ადმინისტრაციამ დღეს უკვე მეორედ გამოაცხადა, რომ საიტი დროებით სრულად გაითიშება.

"მიმდინარეობს აპარატურული ნაწილის განახლება. სერვერი გაითიშება რამედნიმე ხნით..."- ნათქვამია განცხადებაში.

დღის განმავლობაში საიტი რამდენიმე საათის განმავლობაში "ლატარიის პრინციპით" მუშაობდა და ბილეთებიც ასე იყიდებოდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები