03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულებისთვის მერია 2 მილიონ ლარს გამოყოფს-ოპოზიცია უკმაყოფილოა

ხმაური საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

ოპონენტები სტიქიით დაზარალებულებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2 მილიონი ლარის გამოყოფას არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა სტიქიის ხარჯზე დამატებით იმ ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს, რომლის შესახებაც მათ კითხვები აქვთ. მათ შორისაა ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის 13 მილიონის დამატება. 

ახალი ცვლილებების მიხედვით, სტიქიით დაზარალებულებისთვის ჯამში 14 მილიონი ლარი გამოიყოფა, თუმცა თანხის დიდი ნაწილი გარე რესურსებიდან არის მოძიებული. მერია კი, რომელსაც დაზარალებულების დახმარებაზე პირდაპირი ვალდებულება გააჩნია, საკუთარი სახსრებიდან 2 მილიონი ლარს გამოყოფს. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით კი თბილისის მერია 18 მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს. უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, ეს თანხა მთლიანად სტიქიის დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. 

თბილისის ბიუჯეტი ამჯერად 44 მილიონით იზრდება, ჯამში კი მისი მოცულობა 900 მილიონს აჭარბებს. 

ავტორები: ეკო მაღრაძე, ზვიად იგირაშვილი, ლევან მელიქიძე, თამარ შალოშვილი. 

 

 
დღის ამბები