03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
"რადგანაც საქმე აღძრულია, ეს ესეც უნდა იყოს,“ - ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის გენერალური დირექტორის ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ინფომრაცია არ შეცვლილა ერთი ზოლებიანი აფთრის და ერთი ვეფხვის დაკარგვის თაობაზე.

მისივე თქმით, წვრილი ცხოველების რაოდენობაც დადგენილია, თუმცა ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.

„ჩემთან არანაირი დაკითხვები არ ყოფილა, თანამშრომლებთან მიდის გასაუბრებები, რადგანაც საქმე აღძრულია, ეს ესეც უნდა იყოს,“ - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, გაწმენდითი სსამუშაოები განსაკუთრებით დიდი ტემპით მიმდიანრეობს ზოოპარკის და სვანიძის, ასევე  მზიურის ტერიტორიებზე.

„ჩვენ დავიწყეთ დასუფთავების სამუშაოები, სადაც წვრილი მასის გატანაა საჭირო და შესაბამისად ძალიან მალე გზის მიმდებარე ტერიტორია, ორივე მხარე იქნება მთლიანობაში დასუფთავებული.

უფროსი ლეიტენანტის გიორგი შალამბერიძის განმარტებით, დღევანდელი გათვლებით, ძირითადი სამუშაოები 5 დღის განმავლობაში დასრულდება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები