სამართალდამცველებმა საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ორი სატვირთო ავტომანქანით რეალურად შემოტანილი თითქმის ერთი მილიონი ლარის ღირებულების ტვირთის ნაცვლად მხოლოდ 137 ათასი ლარი დააფიქსირეს.
კანონდამრღვევებს ახლა 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.