03 ოქტომბერი 2024,   00:42
ვრცლად
„ამიტომაც იყო გაფრთხილება, პირველივე დღიდან, რომ წყალთან ყოფილიყვნენ ფრთხილად დაზიანებულ უბნებში," - პაატა იმნაძე

საკანლიზაციო კოლეტორის მდინარე „ვერეში“ ჩაშვების შესახებ ინფომრაცია ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განმარტებით, ასეთ დროს შეიძლება დაზიანდეს კოლექტორი, ამიტომაც აფრთხილებდნენ საზოგადოებას პირველი დღიდან, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ წყალთან.

„ამიტომაც იყო გაფრთხილება, პირველივე დღიდან, რომ წყალთან ყოფილიყვნენ ფრთხილად დაზიანებულ უბნებში, ამიტომაც იყო რომ ისინი მარაგდებოდნენ სასმელი წყლით. ვაფრთხილებდით, რომ ტანი დაფარული ქონოდათ მაქსიმალურად ტანსაცმლით, როდესაც იმუშავებდნენ ტალახში. დიარიული დაავადებების ინკუბაციური პერიოდი აქვს 2-3 დღე, ფაქტი ის არის, რომ ჩვენ რაიმე გართულებები არ გვქონია,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები