20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
სტიქიასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’’ რეკომენდაციები

13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" რეკომენდაციები მოამზადა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დროული შეფასებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, აუცილებელია შემუშავდეს კრიზისების მართვის გეგმა, როგორც ეროვნულ, ასევე ლოკალურ დონეზე. ასევე, სტიქიის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ამოქმედდეს ბუნებრივი კატასტროფების პრვენციისა და ადრეული შეტყობინების სისტემები.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის დაწყების აკრძალვისკენაც მოუწოდებენ.

დღის ამბები