26 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
გამოქვაბული, სადაც ბერი სალოცავად შევიდა, წყლით დაიფარა - ტაილანდელმა მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს

ტაილანდელმა მაშველებმა წყლით დაფარული გამოქვაბულიდან ბუდისტი ბერი გამოიყვანეს - BBC-ს ინფორმაციით, ბერი გამოქვაბულში მედიტაციისთვის 4 დღის წინ შევიდა, კვირას კი თავსხმა წვიმა მოვიდა, რის შედეგადაც წყლის დონემ მოიმატა და გამოქვაბული წყლით ამოავსო. 

ბერის გადასარჩენად მღვიმეში 17 მყვინთავი შევიდა. 

46 წლის ბერი ფრა აჯარნ მანასი მღვიმეში მედიტაციისთვის ყოველ წელს შედის, მაგრამ რადგან წვიმის შემდეგ ის აღარავის დაუნახავს, ადგილობრივებმა პოლიციას მიმართეს. წყლის დონის მატების გამო მაშველებმა მასთან შესვლა სამშაბათს ვერ შეძლეს, ბერი მხოლოდ ოთხშაბათს გამოიყვანეს. 

ინციდენტი 2018 წლის შემთხვევის მსგავსი იყო, როდესაც მღვიმეში, დატბორვის გამო ფეხბურთის გუნდის 12 მოთამაშე ჩარჩა, მწვრთნელთან ერთად. მათი გადარჩენაც, ასევე, წარმატებულად მოხერხდა. 

დღის ამბები