"ტალახი მოდიოდა ონკანში, შემდეგ სარეცხი ფხვნილის მსგავსი სითხე 40 წუთის განმავლობაში," - ეს განცხადება "კურიერთან საუბრისას შანიძის ქუჩის მცხოვრებმა გააკეთა. ეკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მან ამის შესახებ სპეციალურ ორგანოებსაც მიაწოდა ინფორმაცია. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ დაუკავშირდნენ და კითხეს იყო თუ არა კვლავ ანალოგიური პრობლემა.
შანიძის ქუჩასთან დაკავშირებით განცახდება გააკეთეს GWP-შიც სადაც აცხადებენ, რომ შანიძის ქუჩაზე მილი არ არის დაზიანებული. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია აღნიშნულ პრობლემას ვერ წარმოშობდა, რადგან თბილისის მოსახლეობა წყალს ჟინვალიდან ან არაგვის ხეობიდან იღებს.