03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
„ჩანდა რომ მთავრობას არ ქონდა კრიზისების მართვის გეგმა," - ეკა გიგაური საკანალიზაციო კოლექტორზე

მდინარე „ვერეში“ საკანალიზაციო კოლექტორის ჩაშვებას გამოეხმაურნენ სპეციალისტები-ადამიანის უფლებათა დამცველები, გარემოს დამცველები.

ისინი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და მოხალისეებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანალიზაციის კოლექტორი ჩაშვებულია „ვერეს“ მდინარეში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მთავრობის მხირდან მოხალისეების უსაფრთხოების დაცვის არაორგანიზებაზე საუბრობს.

„ჩანდა რომ მთავრობას არ ქონდა კრიზისების მართვის გეგმა. ამ გეგმის არსებობის შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა ქმედება წინასწარ იქნებოდა განსაზღვრული. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოხალისეების კოორდინაცია არ ხდებოდა. ძალიან არაორგანიზებული იყო მათი უსაფრთხოების ღონისძიებები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

”მწვანე ალტერნატივა - საქართველო”-ს ხელმძღვანელის მანანა ქოჩლაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სწრაფად უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

„ჩვენი კონსტიტუციით, ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც პირველ რიგში მოითხოვს იმას, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო გავრცელდეს ძალიან სწრაფად,“ - განაცხადა ”მწვანე ალტერნატივა - საქართველო”-ს ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ.

„ფაქტია, რომ კრიზისების მართვის საბჭომ იცოდა რომ მსგავსი რამ ხდებოდა და საჭირო იყო რომ მას შეეტყობინებინა მოსახლეობისთვის ამ ფაქტის შესახებ,“ - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები