03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
„ვიცოდით, თუ არ ვიცოდით, ეს რისკფაქტორს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის", - დავით სერგეენკო

მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას მდინარეში საკანლიზაციო კოლექტორის ჩაშვების შესახებ.

მსგავსი გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებული იყო ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, ამ ინფორმაციის მიუხედავად უსაფრთხოების უკვე მიღებულ ზომებთან დაკავშირებით გეგმები არ შეიცვლება.

"ჩვენ ვიცოდით, თუ არ ვიცოდით, ეს რისკფაქტორს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის ეპიდემიის საშიშროების შემთხვევაში. იმიტომ, რომ სასმელ წყლად არ გამოიყენება ვერეს წყალი, და მაშველების შიგნით შესვლის დროს ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი. სწორედ ამიტომ მიმართავდნენ სამედიცინო დახმარებას,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კანალიზაციის ქსელის აღდგენაზე ვალდებული კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერია".

"ვიდრე შეკეთება არ მოხდება და ამ ტერიტორიის და საყრდენი კედლების გამაგრება, მანამდე ეს არის დროებითი ღონისძიება," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მოხალისეები გაფრთხილებული იყვნენ შესაძლო ეპიდემიებთან და რისკებთან დაკავშირებით.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები