03 ოქტომბერი 2024,   00:39
ვრცლად
ნაპრალები, რომელიც საათობრივად იზრდება - გეოლოგები მეწყერის გამეორების საფრთხეზე საუბრობენ

გეოლოგები მეწყერის გამეორების საფრთხეზე საუბრობენ. სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ნიადაგის შესასწავლად კოჯორში ავიდა, აცხადებს, რომ მიწის მასები ისევ აქტიურია და ნაპრალები საათობრივად იზრდება. ასეთი ნაპრალები ამ ტერიტორიაზე ათობით არის.

რამდენად საშიშია მდგომარეობა კოჯრის მთაზე, თბილისის მერიაში ინფორმაცია არა აქვთ. მუნიციპალიტეტში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც მოიხსნეს.

სპეციალისტები კვლევებს 3 დღეში დაასრულებენ, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი, არსებობს თუ არა მეწყერის განმეორებითი საფრთხე.

 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თაზო თხილიშვილი.

 
დღის ამბები