20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ათასობით მოხალისე კანალიზაციით დაბინძურებულ ვერეს ხეობაში

სტიქიის შედეგად საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო მდინარე ვერეში ის ღია კოლექტორი ჩაუშვეს, რომელიც წყნეთის ქუჩიდან ვერეზე გადის და მიმდებარე შენობებიდან გამომავალ საკანალიზაციო ნაკადებს კრებს.

ამის შესახებ ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიებიდან მხოლოდ გუშინ გახდა.

GWP-ში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებს წინასწარ ჰქონდათ. თუმცა, დედაქალაქის მერი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კორექტორის შესახებ საქალაქო სამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ.

მერია ასევე ირწმუნება, რომ მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები მუშაობდნენ.

სტიქიიდან ათი დღის შემდეგ ირკვევა, რომ კანალიზაციის კოლექტორის მდინარეში ჩაშვების შესახებ იცოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომაც, თუმცა ამას უსაფრთხოებისთვის დაგეგმილი ზომები არ შეუცვლია.

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, მარიამ შანშიაშვილი, ლევან კალანდია, ეკა ბუცხრიკიძე.

 
დღის ამბები