20 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ისმევა თუ არა ონკანის წყალი თბილისში?

თბილისის ცენტრში დაზიანებულმა წყლის მილებმა კიდევ ერთი პრობლემა წარმოქმნა - რამდენად სუფთა წყალი მოდის ონკანებში?

დღეს ლაბორატორიული კვლევა მთაწმინდაზე ჩატარდა, შედეგები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

თუმცა, თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში წყალი განსაკუთრებულად კონტროლდება და ხარისხის ნორმის ფარგლებშია.  

"GWP ორმაგი ქლორირების პროცესზეა გადასული," - ეს განცახდება კურიერთან საუბრისას  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ, გააკეთა. 

დოლიძე ამბობს, რომ ორმაგი ქლორირების პროცესიდან გამომდინარე ონკანში წყალში სხვა შეფერილობის იქნება, თუმცა სრულიად უსაფრთხო. 

თბილისში სტიქიის შემდეგ 48 ქუჩიდან წყლის სინჯები აიღეს. რამდენიმე ქუჩიდან აღებული სინჯების პასუხები კი ცნობილი არ არის. 

ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა ვარგისი წყალი სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებზე. 

თუმცა, GWP-ში აცხადებენ, რომ თბილისს სასმელი წყალი ჟინვალიდან და არაგვის ხეობიდან მიეწოდება და მდინარე ვერეს ადიდება ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები