03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
წვიმა, ქარი, სეტყვა - საქართველოში დღეს უამინდობას ელოდებიან

საქართველოში დღეს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ უამინდობას დღის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.

სინოპტიკოსტთა პროგნოზით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე სეტყვა და ძლიერი ქარია ნავარაუდევი ხვალ და ზეგ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოსახლეობას მოსალოდნელი წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, ცალკეულ ადგილებში ძლიერი ნალექის შედეგად შესაძლოა პატარა მდინარეები ადიდდეს და წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

სააგენტომ ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა კრიზისების მართვის საბჭოს და სხვა შესაბამის უწყებებს.

 
დღის ამბები