03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

მდინარე „ვერეში“ საკანალიზაციო კოლექტორის ჩადინებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას თავიანთი შეცდომების სხვაზე გადაბრალებაში ადანაშაულებს.

 „პირველი ინსტიქტი, რომელიც მათ უმუშავებთ, არის სხვაზე გადაბრალება და ამჯერადაც მათ ეყოთ კადნიერება და გადააბრალეს წყლის კომპანიას, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ შეთანხმებული იყო დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან.

მოვუწოდებ დედაქალაქის ხელმძღვანელობას, რომ ბავშვებივით ნუ უმალავენ თბილისის მოსახლეობას იმ პრობლემას, რომელიც არის რისკის შემცველი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების მხრიდან არაკოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს.

 „ჯანდაცვის სამინისტროს პასიურობა  და დაგვიანებული ჩართვა სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხებში, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა მთავრობის არაკომპეტენტურობასა და არაკოორდინირებულების,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები