მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერები მედიატორებთან შეხვედრაზე მივიდნენ.
ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს ამ წუთებში თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი ხვდებიან.
"ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ შევდივართ ელჩებთან დამატებითი კონსულტაციებისთვის,"- აღნიშნა შეხვედრის დაწყების წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.